სტიქიის შედეგად დაზარალებული პირების მიერ მიღებული სარგებელი საშემოსავლო გადასახადით არ დაიბეგრება

წყალში ჩაძირული მოედანი, ესტაკადა, ახალი გზა - ახალი ფოტოები

თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული პირების მიერ ფინანსური ინსტიტუტისგან სასესხო ვალდებულების პატიების შედეგად მიღებული სარგებელი, ასევე 2015 წლის 14 ივნისიდან 2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდში საქონლის/მომსახურების უსასყიდლოდ მიღების შედეგად წარმოშობილი სარგებელი საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდება.
შესაბამისი ცვლილებები “საგადასახადო კოდექსში” აისახება, რომელიც მთავრობამ პარლამენტს განსახილველად უკვე წარუდგინა.
ამავე პროექტით, 2001 წლის 1 ნოემბრიდან 2005 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდში, ელექტროენერგიის მიწოდებიდან წარმოშობილი ვალის მოვალესთვის პატიების შემთხვევა, მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურებად არ ჩაითვლება და დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის საფუძველი არ იქნება. ასევე საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდება 2001 წლის 1 ნოემბრიდან 2005 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდში ელექტროენერგიის მიწოდებიდან წარმოშობილი ვალის პატიების შედეგად ფიზიკური პირის მიერ მიღებული სარგებელი.
პროექტის განხილვას და მიღებას მთავრობა პარლამენტისგან დაჩქარებული წესით ითხოვს.

banner
წინა სტატიაშიჟურნალისტებმა ე.წ. საზღვართან რუსი ოკუპანტების მიერ დადგმული ბანერი ამოიღეს
შემდეგი სტატიანინო ქადაგიძე-ჟვანია: ხარშილაძე და ძაძამია იტყუებიან