სტიქიის შედეგად დაზარალებულ რთულ ობიექტებზე შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები მუშაობენ

შუადღიდან, სვანიძის ქუჩასა და „მზიურში“ მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოებში, საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დამატებითი პირადი შემადგენლობა ჩაერთო.

როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, სტიქიის შედეგად დაზარალებულ რთულ ობიექტებზე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები აქტიურად მუშაობენ.

სამხედრო მოსამსახურეები „მზიურისა“ და სვანიძის ქუჩის, ასევე, “ვაკის” ძეხვეულის ქარხნის ტერიტორიის გაწმენდით სამუშაოებს ასრულებენ. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მოზიდულია სპეციალური ტექნიკა – სატვირთო თვითმცლელი მანქანები, ექსკავატორები, თვითმტვირთავები და სხვადასხვა მოდიფიკაციის ტრაქტორი.

საქართველოს შეიარაღებული ძალების დამატებითი პირადი შემადგენლობა, სალიკვიდაციო სამუშაოებში, უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოში შექმნილი საგანგებო შტაბის თხოვნით ჩაერთო.

banner
წინა სტატიაშისოფლის მეურნეობის სამინისტრო სტიქიის ზონაში მიმდინარე სადეზინფექციო სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატია,,ნუ ჩამოვწერთ ყველა დანაშაულს მომხდარი უბედურების ხარჯზე ,,