სტიქიის ზონის დეზინფექცია დასრულდა

სტიქიის ზონის დეზინფექცია დასრულდა. სპეციალურმა სამსახურებმა ტერიტორია თერმული ნისლით დაამუშავეს. სადეზინფექციო სამუშაოების ნაწილი ხვალაც ჩატარდება, მანამდე კი ზოოპარკისა და მზიურის ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება.

რამდენიმე წუთის წინ ტერიტორიაზე დაბრუნდნენ შს სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, მუშაობა განაახლა მძიმე ტექნიკამაც.

მზიურის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის მინისტრებიც. დავით სერგეენკო და ოთარ დანელია ტერიტორიის დეზინფექციის პროცედურის მიმდინარეობას აკვირდებოდნენ. როგორც მინისტრები აცხადებენ, მაღალი ტემპერატურის გამო სტიქიის ზონაში მსგავსი ტიპის სამუშაოების ჩატარება აუცილებელი იყო.

banner
წინა სტატიაშიოთარ დანელია – სადეზინფექციო სამუშაოები ყველა კერაში ხორციელდება
შემდეგი სტატიაზოოპარკის გაუქმების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს