სტიქიის ზონაში პარკი გაშენდება, თუმცა არა მანჰეტენის სახელობის

www.timer. ge ფოტორეპორტაჟი

თბილისის მერის მოადგილე ადასტურებს, რომ ვერეს ხეობაში პარკის მოწყობის იდეა განიხილება.

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ცნობილია მხოლოდ საჯარო სივრცის მოწყობის რამდენიმე პროექტის არსებობის შესახებ.

“ადგილზე ორი პარკია, ზოოპარკის და მზიურის. ორივე აღდგება, მაგრამ როგორ, ეს ცნობილი ამ ეტაპზე არ არის. რეკრეაციას გავაშენებთ. გარკვეული ტერიტორიის მფლობელები კერძო მესაკუთრეები არიან და, სავარაუდოდ, ამ ტერიტორიის გამოსყიდვა მოხდება,” – აცხადებს დედაქალაქის მერის მოადგილე, დიმიტრი ქუმსიშვილი.

მერის მოადგილე აცხადებს, რომ რეაკრეაციული ზონის სახელად მანჰეტენია არ განიხილება.

“რატომ მანჰეტენი, უამრავი კარგი სახელი არსებობს,” – აცხადებს ქუმსიშვილი.

banner
წინა სტატიაშიპატიმრების კლინიკაში გადაყვანის ფაქტზე სასჯელაღსრულების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიამომღერალი ეთერ კაკულია გარდაიცვალა