სტიქიის ზონაში დასუფთავების სამუშაოები გრძელდება

სტიქიის ზონაში ნაშალი მასალისაგან იწმინდება ყველა ტერიტორია, ზოოპარკიდან სტიქიის შედეგად დამხრჩვალი ცხოველების ტერიტორიიდან გატანა მიმდინარეობს.

როგორც მერიაში აცხადებენ, გაწმენდითი და სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს მზიურში. პროცესი მაშველებისა და მოხალისეების კოორდინაციით ხორციელდება. ადგილზე განთავსებულია პირველადი დახმარების პუნქტები.

გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება ჩიქოვანის ქუჩაზეც. ჩიქოვანის 30, 34 და36 ნომერში მდებარე კორპუსებთან სპეციალური ტექნიკა მუშაობს. სამუშაოები გრძელდება კოსტავას #63-შიც, სადაც მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მოხალისეები და სტუდენტები მუშაობენ.

banner
წინა სტატიაში“არავის არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ დაიბრალოს, ეს ყველას ჩვენი ბრალია”
შემდეგი სტატია“არ გამოვრიცხავ ივანიშვილი ზოოპარკს იფორმებდეს” – ირინა სარიშვილი