სტიქიის დროს გარდაცვლილ დებ ზარანდიებს დღეს დაკრძალავენ

სტიქიის დროს გარდაცვლილ ახალგაზრდებს დღეს დაკრძალავენ. 24 წლის მარიამ ქუთელიას ზუგდიდში დაკრძალავენ. ის სტიქიის ღამეს მეგობარ ივლიტა ჯიბუტთან ერთად იმყოფებოდა, იმ ღამეს ორივე ახალგაზრდა გარდაიცვალა. დღეს ასევე დებს ინდირა და ლიზა ზარანდიებს ხობში დაკრძალავენ. ინდირა ზარანდია 21 წლის იყო, ხოლო ლიზა ზარანდია 26 წლის. დღესვე მეხანძრე-მაშველ ზურაბ მუზაშვილს დაკრძალავენ. მაშველი 13 ივნისის ღამეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა. გარდაცვალებამდე ზურაბ მუზაშვილმა 7 ადამიანი გადაარჩინა.

banner
წინა სტატიაშიპეტრე პოროშენკომ საქართველოსა და ლატვიაში ელჩები დაითხოვა
შემდეგი სტატიავერეს ხეობაში ადრეული შეტყობინების სისტემა დამონტაჟდა