სტიქიის გამო 200-ზე მეტი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა

დაკარგულად 10 ადამიანი ითვლება

თბილისში სტიქიის შედეგად ათობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. 50-მდე ოჯახი თბილისის მერიამ და საქართველოს მთავრობამ დროებითი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყო. სულ 200-ზე მეტი ადამიანი დარჩა უსახლკაროდ.

ქუჩაში გათენებული ღამის შემდეგ დღეს დაზარალებული მოქალაქეები ღამეს დროებით საცხოვრებელში გაათენებენ.

მოსახლეობის ნაწილმა სახლებიდან მხოლოდ აუცილებელი ნივთებისა და დოკუმენტების წამოღება მოახერხა უმეტესობამ კი წყალდიდობის დროს ყველაფერი დაკარგა. ბევრი ახლობლებთან დაკავშირებას დღემდე ვერ ახერხებს.

წყალდიდობისგან მიყენებული ზიანი ჯერ ბოლომდე დათვლილი არ არის. დაზარალებული ოჯახები კი აცხადებენ, რომ არ იციან, რამდენი ხანი მოუწევთ თავშესაფარში ყოფნა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: უკრაინის პრეზიდენტმა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს დაურეკა და საჭიროების შემთხვევაში დახმარება აღუთქვა
შემდეგი სტატიაიუსტიციის მინისტრი ახალდაბაში