სტიქიის გამო საგზაო-სატრანსპორტო მოძრაობის რეჟიმი შეიცვალა

moedani 1თბილისში მომხდარი სტიქიის გამო საგზაო–სატრანსპორტო მოძრაობის რეჟიმი შეიცვალა.
შსს-ს ინფორმაციით, გადაადგილება შეიზღუდა შემდეგ ქუჩებზე: ბახტრიონის ქუჩასთან მდებარე გვირაბი დაკეტილია და ნაკადი ვერ იმოძრავებს ამირეჯიბის გზატკეცილის (ვერის ახალი გზა)მიმართულებით, მოძრაობა დასაშვებია ბახტრიონის, პეკინის და საბურთალოს ქუჩების მიმართულებით; ვეფხი და მოყმესთან და მტკვრის მარჯვენა (მთლიანად) სანაპიროზე მოძრაობა აკრძალულია; თამარ მეფის მარჯვენა პანდუსთან მოძრაობა დაკეტილია ლაგუნა ვერის მიმართულებით; მოძრაობა დაშვებულია თამარ მეფის პანდუსის გავლით “თბილისი ცენტრალი”-სკენ და ცინცაძის ქუჩით; მოძრაობა დაკეტილია ფილარმონიასთან გმირთა მოედნის მიმართულებით. ფილარმონიიდან ავტომანქანები იმოძრავებენ ელბაქიძის ქუჩის და თავისუფლების მოედნის მიმართულებით; ელბაქიძეზე ჩასულ ავტოტრანსპორტს შეუძლია იმოძრაოს გალაქტიონის ხიდის გავლით მარჯანიშვილის ქუჩის მიმართულებით; ელბაქიძის ქუჩიდან მოძრაობა აკრძალულია მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით და ავტოტრანსპორტს შეუძლია იმოძრაოს გალაქტიონის ხიდის გავლით მარჯანიშვილის მოედნისკენ; მოძრაობა დაკეტილია მარჯვენა სანაპიროზე რესტორან “ძველ სახლთან”; ვირსალაძის ქუჩიდან ჩამოსულ ნაკადს შეუძლია იმოძრაოს მხოლოდ იუსტიციის სახლის მიმართულებით; ავლაბრის მოედნიდან ჩამოსული ავტომანქანები იმოძრავებენ მხოლოდ მარცხენა სანაპიროს მიმართულებით; პერიოდულად საცობის აცილების მიზნით თავისუფლების მოედნიდან ტრანსპორტი იმოძრავებს კონკის მიმართულებით; კრწანისის მოედნიდან წამოსული ტრანსპორტი მოძრაობს მხოლოდ ლესელიძის ქუჩით და მეტეხის ხიდის გავლით მარცხენა სანაპიროსკენ და საცობის წარმოქმნის შემთხვევაში, გულუას ქუჩაზე მოძრავი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ორთაჭალჰესის გავლით.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია: დედაქალაქს რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ზარალი მიადგა
შემდეგი სტატიადაზარალებულთა დასახმარებლად პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხა გამოიყოფა