სტიქიით დაზარალებული წყნეთისხევის მოსახლეობა კომპენსაციების დროულად გაცემას მოითხოვს

წყალში ჩაძირული მოედანი, ესტაკადა, ახალი გზა - ახალი ფოტოები

წყნეთისხევის ქუჩის მცხოვრებლები მათი საკუთრების დაცვასა დ კომპენსაციების სწრაფად გაცემას მოითხოვენ.

სტიქიით დაზარალებულებს არ მოსწონთ, რომ გაწმენდის პროცესში, ტექნიკა მათი სახლების შემორჩენილ ნაწილებს ანგრევს, ვიდრე მათი ზარალის ანაზღაურება დაიწყება.

დაზარალაბულები იმასაც მოითხოვენ, რომ ფულადი კომპენსაცია სწრაფად და მათი ზარალის შესაბამისად გაიცეს.

ვაკის გამგებელი ადგილობრივებს დაჰპირდა, რომ კომპენსაციების გაცემა საერთო წესის დადგენისთანავე, რამდენიმე დღეში დაიწყება.

ლაშა აბაშიაძემ ასევე განმარტა, რომ წყნეთისხევის ქუჩაზე შენობები აღდგენას არ ექვემდებარებოდა და ადგილობრივების საკუთრება გაწმენდით სამუშაოებში სწორედ ამიტომ მოჰყვა.

banner
წინა სტატიაშიაუტიზმის მქონე ბავშვების მშობლები პრემიერს მადლობას უხდიან
შემდეგი სტატიააბიტურიენტებს საგამოცდო ცენტრები აერიათ