სტიქიით დაზარალებულთა ზიანის ანაზღაურების წესს თბილისის საკრებულო კვირას განიხილავს

13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ზიანის ანაზღაურების წესი საკრებულოში დღეს შევა.
ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ, რიმა ბერაძემ ჟურნალისტებს დღეს, თბილისის საკრებულოში განუცხადა.
მისივე თქმით, ანაზღაურების წესს ჯერ კომისიებში, შემდეგ კი საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ. ბერაძის მოსაზრებით, ზიანის ანაზღაურების წესის განხილვა კვირას, რიგგარეშე სხდომაზე მოხდება. ამის შემდეგ კი, ამ მიზნით შექმნილი სპეციალური კომისია სტიქიის შედეგად დაზარალებული ავტომობილების ზარალის ანაზღაურებას მიუბრუნდება.
ბერაძის თქმით, ამ წესის განსაზღვრაც მოხდება. ფრაქციის თავმჯდომარემ განმარტა, რომ სრული ციფრი თუ რამდენი მანქანა დაზიანდა 13 ივნისის სტიქიის შედეგად, ჯერჯერობით არ არებობს. მისივე თქმით, შს სამინისტროს მონაცემებით, დაახლოებით 200-მდე ავტომობილი დაზიანდა. ამ მანქანებიდან ნაწილი დაზღვეული იყო და მათ მფლობელებს ნაწილი უკვე აუნაზღაურდათ, დაუზღვეველი ავტომობილებისათვის კი სპეციალურ წესს შეიმუშავებენ.

banner
წინა სტატიაშიგამგებლებს, მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებს აპარატის მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების უფლებამოსილება ენიჭებათ
შემდეგი სტატიაირაკლი აბესაძე – მერიაში და “ქართულ ოცნებაში” ერთსულოვნება არ არის, დაზარალებულებს ზარალი სრულად რომ აუნაზღაურდეთ