სტიქიით დაზარალებულებს შესაძლოა ბანკებმა სესხები აღარ გადაახდევინონ

სტიქიის შედეგად დაზარალებული პირებისათვის საბანკო სესხების შესაძლო პატიების საკითხი განიხილება. დაზარალებულებისათვის საბანკო ვალდებულებების კუთხით შეღავათების გაწევის თაობაზე საბანკო სექტორთან გამართული შეხვედრის შემდეგ განმარტებები ჟურნალისტებისთვის თბილისის ვიცე-მერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გააკეთა.
“კომერციულ ბანკებთან შეხვედრისას რამდენიმე პრინციპული საკითხი განვიხილეთ. ბანკებს აქვთ სურვილი, განიხილონ გარკვეული შეღავათები, მათ შორის შესაძლოა, დაზარალებულ პირთათვის სესხების პატიება სამომხმარებლო ნაწილში, თუმცა ეს მათი გადაწყვეტილება იქნება და ამ გადაწყვეტილებაზე უახლოეს მომავალში თავად იტყვიან”, – განუცხადა ჟურნალისტებს დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისივე ცნობით, დღევანდელ შეხვედრაზე განხილვის საკითხი იყო იმ ფონდების განკარგვის საკითხი, რომელიც ბანკებში აკუმულირდება.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია შემუშავდეს გამჭვირვალეობის წესი, როდესაც ყველა შემომწირველს ეცოდინება, რომ თითოეული თეთრი მიზნობრივად დაიხარჯა ან დაზარალებული პირების საჭიროებებზე, ან ქალაქის ინფრასტრუქტურის აღდგენაზე”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
დიმიტრი ქუმსიშვილი და მასთან ერთად ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია საბანკო სექტორის წარმომადგენლებს დღეს მთავრობის კანცელარიაში შეხვდნენ.

ცნობილი გახდა, რომ VTB- ბანკმა სტიქიით დაზარალებუთათვის 200 ათასი გამოყო, როგორც ბანკში აცხადებენ, ეს მათი გასული წლის მოგების 1%-ია

banner
წინა სტატიაშიოთარ დანელია: ვაკის საწყობში ჩარჩენილია 30 ტონა გაფუჭებული ხორცი, რისი გატანაც ინტენსიურად მიმდინარებს
შემდეგი სტატიასაქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს