სტიქია გორის რაიონში

სტიქია გორის რაიონში

სტიქია გორის რაიონშისტიქია გორის რაიონში. ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ გორის რაიონის 3 სოფელი მძიმედ დააზარალა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით სოფელ ბნავასში, წედისსა და ატენში ადიდებულმა მდინარეებმა საცხოვრებელი სახლები დატბორეს.სტიქიის ზონაში ამ დრომე წვიმს. არსებული ინფორმაციით ძლიერ წვიმას და სეტყვას მსხვერპლი არ მოჰყოლია და არც არავინ დაშავებულა. დატბორილია მიწის სავარგულებიც. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ მოსავალი წყალმა წაიღო.

სტიქიის ზონაში გორის გამგებელი გაემგზავრა, ის ადგილზე შეისწავლის არსებულ მდგომარეობას.

banner
წინა სტატიაშიჯებ ბუში: პუტინი უნდა შევაჩეროთ
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძის კონცერტი ოდესაში მიხეილ სააკაშვილმა გახსნა