სტერლიგოვი მოსკოვიდან ამერიკანიზაციას ყარაბახში გაექცა (VIDEO)

,,სტერლიგოვი მოსკოვიდან ამერიკანიზაციას ყარაბახში გაექცა,, შეიძლება მკითხველს ეს სათაური ძალიან ბუნდოვნად და არალოგიკურად მოეჩვენოს… თუმცა სათაური იმდენად არის ბუნდოვანი და არალოგიკური, რამდენადაც ის საბაბი, რომელიც რუსმა მილიონერმა და ნაციონალისტმა გერმან სტრერლიგოვმა რუსეთის უეცარი და ფარული დატოვებისა და ყარაბახში გადაბარგების  მიზეზად დაასახელა…

ერთი კვირით ადრე, რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსმა ბიზნესმენმა გერმან სტერლიგოვმა უეცრად დატოვა რუსეთი და გაურკვეველი მიმართულებით წავიდა… და, რომ ის რუსეთში დატოვებულ სახლსა და ქონებას დაჩქარებული წესით ყიდდა… ამასთანავე მისი თანაშემწის პოლინა სიროტას მიერ პრესასთან გაკეთებული განცხადებით, რუსი ბიზნესმენის  და რუსული ბირჟის ..ალისას,, დამფუძნებლის სტერლიგოვის რუსეთიდან გადახვეწისა მიზეზი ბანდიტები კი არ  იყო, არამედ ,,უფრო სერიოზული,,…

რუსულმა  მედიამ ამ დღეებში გამოაქვეყნა მთიანი ყარაბახის სადაო ტერიტორიაზე გადაბარგებული რუსი ბიზნესმენის ინტერვიუ… სადაც ის აცხადებს, რომ რუსეთიდან უეცარი გადასახლების უფრო ზუსტ მიზეზს უახლოეს ხანებში გამოაქვეყნებს, თუმცა ის, რომ ყარაბახში ამერიკელები და ევროპელები თავიანთი უკუღმართი იდეებით  არ ,,ძვრებიან,, ეს სტერლიგოვისათვის მთავარი მიზეზი იყო, რომ აქეთ გადმობარგებულიყო… ,,რაც უფრო შორს არიან ადამიანები ამერიკისაგან და ევროპისგან, მით უკეთესია მათთვის,, აცხადებს სტერლიგოვი, რომელმაც ყარაბახში უკვე იყიდა წისქვილი და აპირებს, ოჯახთან და 5 შვილთან ერთად, ყარაბახული ჯიშის ცხვრები მოაშენოს…

ამასობაში კი, აზერბაიჯანმა სტერლიგოვი ,,პერსონა ნონ გრატად,, გამოაცხადა

/იხილეთ ორი ვიდეო/

banner
წინა სტატიაშილუქსემბურგი – საბერძნეთის ევროზონიდან გამოსვლა ევროპის კატასტროფას გამოიწვევს
შემდეგი სტატიარუსეთის მონიშნული “საზღვრიდან” ავტობანამდე 450 მეტრია