სტამბულში 1 მაისის მიტინგზე 203 ადამიანი დააკავეს

1 მაისს, სტამბულში მშრომელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მიტინგის დროს დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა, რომლის შედეგადაც 18 დემონსტრანტი და 6 სამართალდამცავი დაშავდა…

თურქული მედიის ცნობით, მემარცხენე რადიკალების მიერ მოწყობილი მასშტაბურ მიტინგზე მობილიზებულმა 20.000-მდე პოლიციელმა, დემონსტრანტების დაშლის ბრძანება იმის გამო მიიღეს, რომ მიტინგის ორგანიზატორებს აქციის ჩატარების უფლება ქალაქის ხელისუფლებასთან არ შეუთანხმებია, რამაც ქალაქის ცენტრალური უბნების პარალიზება გამოიწვია…

პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყალმტყორცნები გამოიყენა, რასაც დემონსტრანტების მხრიდან პოლიციის მიმართულებით, ქვების, ბოთლების და პეტარდების სროლა მოჰყვა, რის გამოც რამდენიმე პოლიციელი სერიოზულად დაშავდა…

თურქული მედიის ცნობით, კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გამო, ამ მომენტისათვის 203 მანიფესტანტი დაკავებულია.

banner
წინა სტატიაშინახევარი მთავრობა ქუთაისის გზაზე იდგა, როდესაც ეს გადაწყვეტილება დააწიეს გზაში–თინა ხიდაშელი
შემდეგი სტატია”მთავრობის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით ”ნაციონალურ მოძრაობასთან კონსულტაციებს არ გავმართავ”