სტამბული: ორო თავდასხმა ერთი ღამის მანძილზე

დღეს დილით, სტამბულში ,უცნობებმა აშშ-ს საკონსულოს დაცვას ცეცხლი გაუხსნეს. გავრცელებული ინფორმაციით, ორი თავდამსხმელი, ქალი და მამაკაცი, გაიქცნენ, თუმცა მოგვიანებით ქალი დააკავეს.
სროლისას პოლიციელები არ დაზიანებულან.
ამერიკის საკონსულოზე თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც სტამბულის მეორე მხარეს პოლიციის შენობა ააფეთქეს, რომლის შედეგადაც დაახლოებით 5 პოლიციელი და რამდენიმე სამოქალაქო პირი დაიჭრა.
ორი ეჭვმიტანილი მოკლულია.
აფეთქების შედეგად შენობა ნაწილობრივ ჩამოინგრა და გაჩნდა ცეცხლი. ტალღამ ათობით მანქანა დააზიანა. ჯერჯერობით უცნობია იყო თუ არა ეს ორი ინციდენტი ერთმანეთთან კავშირში.

banner
წინა სტატიაშიმაიკლ ბრაუნის მოსაგონებელი სამგლოვიარო აქცია სროლების ფონზე ჩატარდა
შემდეგი სტატია“ეს არის ხელისუფლების პროვოკაცია კარბელაშვილის წინააღმდეგ”