სტალინის გასამართლება: «ბელადის» ტრიბუნალის პროექტი

სტალინის გასამართლება: «ბელადის» ტრიბუნალის პროექტი

სტალინის გასამართლება: «ბელადის» ტრიბუნალის პროექტისაზოგადოებრივი ტრიბუნალის პროექტი, რომელმაც იოსებ სტალინი უნდა გაასამართლოს, მოსკოვში ინტელიგენციის კონგრესზე 25 ივნისს იქნება წარდგენილი.

სასამართლოს ინციატორებს რუსეთში დღეს შექმნილი სიტუაცია აშფოთებთ – როგორც ისინი ამბობენ ნელნელა «პოლიტიკური დამნაშავის, მილიონობით ადამიანის დაღუპვაში» ბრალდებული სტალინის კულტის აღდგენა ხდება.

«სტალინის სული სასაფლაოდან აღსდგა და სისხლს ითხოვს» – ამბობს იურისტი ილია შალბინსკი, ტრიბუნალის ერთ-ერთი ავტორი.
დისიდენტური მოძრაობის ვეტერანი სერგეი კოვალევი თვლის, რომ სტალინმა ტირანული სისტემა «უარყოფითი სელექციის» გზით შექმნა, რომლის ნაყოფი დღემდე ხარობს.
«იოსებ ბესარიონოვიჩი მის წინააღმდეგ საზოგადოებრივი სასამართლოს იდეას მიესალმებოდა, ალბათ» – ამბობს ადვოკატი ლეონიდ ჟურა, რომელიც ასევე წიგნის «სიონისტები სტალინის წინააღმდე» ავტორია.

მიმართვაში ნათქვამია, რომ სტალინის სასამართლო 30 წლის წინ უნდა ყოფილიყო, მაგრამ როგორც ავტორები ამბობენ «რუსული საზოგადოება ისევ იგვიანებს».
იოსებ სტალინი სისხლის სამართლის განაჩენს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით არ მიიღებს – ამბობს იურისტი ილია შაბლინსკი: «საზოგადოებას მუდმივად სჭირდება შეხსენება, რა ფასი დაუჯდა საშინელი შეცდომები, რომელიც სტალინმა დაუშვა საშინელი ავანტურებითა და ნაბოდვარი პროექტებით, რომელსაც სტალინი და მისი თანაგუნდელები ახორციელებდნენ – სახელმწიფო სოციალიზმის იდეიდან დაწყებული აბორტის აკრძალვით დასრულებული» – ამბობს ის.
მისივე თქმით, საზოგადოებრივი ტრიბუნალი შემდეგ მიმართავს საგამოძიებო კომიტეტს, რომ სისხლის სამართლის საქმეები აღიძრას იმ ფაქტებზე, რომელზეც ხანდაზმულობა არ მოქმედებს.
«ტრიბუნალი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების ერთ-ერთი საშუალებაა» – ამბობს შაბლინსკი.

სტალინის გასამართლება: «ბელადის» ტრიბუნალის პროექტი
როგორც პროექტის ავტორები თვლიან, ტრიბუნალზე საუბარი იქნება გლეხების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე, რომელმაც მასობრივი მსხვერპლი გამოიწვია, ასევე «მოლოტოვ-რიბენროლის პაქტზე», რომელიც ჰიტლერთან გერმანიის პოლონეთზე თავდასხმის შემდეგ დაიდო.
გულაგი, რეპრესიები, გაკულაკება, კატასტროფული სამხედრო მოქმედებები – ყველა ეს საკითხი ადვილი არ არის ერთმანეთისგან გაიმიჯნოს – ამბობს პროექტის ერთ-ერთი ავტორი სერგეი კოვალევი. მისი თქმით, სტალინი სელექციონერი იყო, რომელიც «სელექციის მეთოდით პროვოკაციულ ფონზე გულაგით და რეპრესიებით «ახალ საზოგადოებას» ქმნიდა».
«პუტინი უკეთეს მდგომარეობაშია, მას სტალინისტური სელექციური წარმატებები დახვდა» – ამბობს უფლებადამცველი.
სტალინის შვილიშვილის იაკობ ჯუღაშვილის თქმით «საბჭოთა კავშირში არასდროს ყოფილა ერთპიროვნული მმართველობა, დიქტატურა. არამედ იყო კოლექტივის დიქტატურა. ეს კი დაახლოებით 100 ადამისგან შედგებოდა». სტალინი კი, შვილისშვილის თქმით, იმ იდეებს ახორციელებდა, რაც საბჭოთა პროექტს ედო საფუძვლად.

მიმართვას, რომ შეიქმნას სტალინის ტრიბუნალი, ხელი მოაწერეს უფლებადამცველებმა, ლიტერატორებმა, ჟურნალისტებმა, იურისტებმა და საზოგადოებრივმა მოღვაწეებმა.

banner
წინა სტატიაშიოთარ დანელია: ხარჯები 8 მილიონით შევამცირეთ
შემდეგი სტატიაგატეხავს მწვრთნელი ნავსს?