სროლა მილანის იუსტიციის სასახლეში

მილანი1მილანში, იუსტიციის სასახლეში სროლის შედეგად არიან დაღუპულები, ცნობას იტალიური პრესა ავრცელებს.
მომხდარის მომენტში სასამართლო იტალიის მოქალაქის საქმეს განიხილავდა. ცეცხლი მოპასუხემ კლაუდიო ჯარდიელომ პირდაპირ მოსმენის დროს გახსნა.
მილანის პრესის თანახმად, სასამართლო ჯარდლიელოს თაღლითურ გეგმას იხილავდა, რომელიც მის გაკოტრებასთან იყო კავშირში. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მან ამოიღო იარაღი და მოწმეებს ესროლა. ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა. მეორე გარდაცვლილი მოსამართლე ფერნანდო ჩიამპია. მესამე დაღუპულის ვინაობა ჯერჯერობით არ ვრცელდება.
თავდამსხმელი მიმალვის შემდეგ იმავე შენობაში იპოვეს.

banner
წინა სტატიაშიპუტინი: სამხედრო პოტენციალის გაზრდა მშვიდი ცხოვრების გარანტიაა
შემდეგი სტატიაცარნაევის სიცოცხლეს ერთი ხმა სჭირდება