სროლა კუს ტბაზე – უცნობმა პირებმა ავტომანქანას ცეცხლი გაუხსნეს

გუშინ გვიან ღამით, უცნობმა პირებმა კუს ტბაზე ავტომანქანას და იქ მჯდომ პირებს ცეცხლი გაუხსნეს. ავტომანქანას 5 ტყვია აქვს მოხვედრილი. ადგილზე იმყოფებოდნენ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებიც. ჯერ-ჯერობით უცნობია, რა გახდა ინციდენტის მიზეზი.
ავტომანქანაში მჯდომი ერთ-ერთი პიროვნება ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერდა, მისი ინფორმაციით, ავტომანქანაში ჩასხდომისთანავე სროლა დაიწყო. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა.

შსს–ში ფაქტს ადასტურებენ, მათივე ცნობით მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით.

banner
წინა სტატიაშისოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ონში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდება
შემდეგი სტატია“რადიო თავისუფლება” – საქართველო მოუწოდებს ნატო-ს, გაწევრიანების შესახებ არსებითი გადაწყვეტილება მიიღოს