სროლა გერმანიაში

srola germaniashi 1 გერმანიაში პოლიციის წარმომადგენლის სიმონა ვიზენბერგის განცხადებით, დაკავებულია მამაკაცი, რომელმაც მანქანიდან ისროლა და ორი ადამიანი მოკლა.

დღეს დაახლოებით 11.30 წუთზე ადგილობრივი დროით ტიფენდალში, რომელიც ბავარიის მიწაზეა, მამაკაცმა, რომლის სახელი და გვარი არ ვრცელდება, “მერსედესის” მარკის კაბრიოლეტიდან ცეცხლი გახსნა.

შედეგად დაღუპულია ორი მოქალაქე. პირველად ცეცხლის გახსნის შემდეგ ბოროტმოქმედი კიდევ რამდენიმე ადამიანის მოკვლას სცადა, მაგრამ გასროლილი ტყვიები სხვა მოქალაქეებს არ მოხვედრია.

მომხდარიდან ძალიან მალე ქალაქ ბად-ვინდსჰაიმში, რომელიც შემთხვევის ადგილიდან 35 კმ-შია, ეჭვმიტანილი დაკავებულ იქნა. დაკავების შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.
“არის თუ არა დაკავებული ბოროტმოქმედი, თუ მანქანა სხვას ეკუთვნის ჯერჯერობით გარკვეული არ არის” – განაცხადა რიზენბერგმა.

banner
წინა სტატიაშიცნობილი ეგვიპტელი მსახიობი ომარ შარიფი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაამერიკელი გენერალი – აშშ-ს ყველაზე დიდი მტერი რუსეთია