სროლა ამსტერდამში – დაჭრილებს შორის ფრანგი მსახიობი ჟან იუგ ანგლადიც არის

სროლა ამსტერდამ-პარიზის მატარებელშისროლა ამსტერდამში – პარიზის სარკინიგზო რეისზე ჩქაროსნულ მატარებელში ცეცხლი შეიარაღებულმა მამაკაცმა გახსნა. შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ცნობილი ფრანგი მსახიობი, ჟან იუგ ანგლადი.თავდამსხმელის შეჩერება სამმა ამერიკელმა მგზავრმა შეძლო, რის შემდეგაც 26 წლის მაროკოელი სამართალ დამცველებმა ქალაქ არასის სადგურში დააკავეს.

გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელის შესახებ საფრანგეთის სადაზვერვო სამსახური ინფორმაციას ფლობდა.ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ამერიკის მოქალაქეებს ჩადენილი გმირობის გამო მადლობა შეერთებული შტატების პრეზიდენტმაც გადაუხადა.

ბარაკ ობამას შეფასებით, ამ ადამიანების მამაცობამ მსოფლიოს მორიგი ტრაგედია ააცილა თავიდან.

თავდასხმის დროს მატარებელში 550–ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშიჩვენ უნდა შევძლოთ და მივიდეთ 2016 წლის არჩევნებამდე
შემდეგი სტატიაგერმანია: შენგენში თავისუფალი გადაადგილება საფრთხის ქვეშ არის