სროლა აბაშიძეზე- დაჭრილი პირის მდგომარეობა სტაბილურია

policia

აბაშიძის ქუჩაზე სროლის შედეგად დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ერთ-ერთ მამაკაცს სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ორივე მათგანი რესპუბლიკურ საავამდყოფოში განაგრძობს მკურნალობას. ექიმების შეფასებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია არასრულწლოვან ბრალდებულს ეძებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ აბაშიძეზე დაახლოებით საღამოს 18:00 საათზე მანქანაში მსხდომ მამაკაცებს პისტოლეტიდან რამდენჯერმე ესროლეს, მათივე ინფორმაციით, სავარაუდოდ 16-17 წლის ბიჭმა აბაშიძის ქუჩა ფეხით დატოვა.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ და ჯანდაცვის სამინისტრომ სააფთიაქო ნარკომანიის ფაქტები გამოავლინეს
შემდეგი სტატიაკეთილმოწყობის სამსახურს, თბილისის მერიის ადმინისტრაციას, სამგორისა და გლდანის გამგეობებს აუდიტის სამსახური ამოწმებს