სპორტული ჩინოვნიკები დოპინგის შესახებ ინფორმაციას მალავენ

მედია: სპორტული ჩინოვნიკები დოპინგის შესახებ ინფორმაციას მალავენ

ბრიტანული და გერმანული მედიის ცნობით, მსუბუქი ათლეტიკის საერთაშორისო ფედერაცია (IAAF) ეწინააღმდეგება მოხსენების გამოქვეყნებას, სადაც საუბარია იმაზე, რომ მსუბუქი ათლეტების მესამედი ანტიდოპინგურ წესებს არღვევეს.

ბრიტანული გაზეთის Sunday Times და გერმანული ტელეკომპანია ARD-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია გამოკვლევაზე, რომელიც გერმანიის ერთ-ერთმა უნივერსიტეტმა ჩაატარა.
ასობით ცნობილი სპორტსმენის სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად, რომლის დროსაც ანონიმურობა დაცულია, დადგინდა, რომ ისინი აკრძალულ დოპინგურ პრეპარატებს იღებდნენ.
გერმანელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ IAAF ყველაფერ საკეთებს იმისათვის რომ აღნიშნული მოხსენება არ გამოქვეყნდეს.

banner
წინა სტატიაში1962 წლის 16 აგვისტოს პიტ ბესტი გააძევეს Beatles-იდან
შემდეგი სტატიაზვიად სიჭინავას უეფამ 10-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა