სპორტსმენმა გაცილებით სწორი ეკონომიკური ხედვა გამოავლინა, ვიდრე ხარისხების მქონე ეკონომისტებმა–რომან გოცირიძე

ქვეყანამ დაკარგა შიდა იმუნიტეტი მოქნილობა ბიუჯეტი გახდა სხვანაირი -რომან გოცირიძე

რომან გოცირიძემ დენისა და ბუნებრივი აირის ტარიფის მოსალოდნელ ზრდასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ენერგო-პროს გაყიდვის შემდეგ შესაძლოა, ყას-ტრანს-გაზის გაყიდვის საკითხიც დადგეს.მისივე განცხადებით ამ კომპანიების შესყიდვით მხოლოდ რუსეთი იქნება დაინტერესებული.

“ენერგო-პრო იყიდება, ეს იმას ნიშნავს რომ ენერგეტიკული ობიექტები უკვე წამგებიანია. ასევე ყას-ტრანს-გაზიც წამგებიანია. არც ერთი დასავლური ნორმალური კომპანია, როდესაც ტარიფი დგინდება არაობიექტურად, როდესაც უხეშად ერევა მთავრობა, რაც ვნახეთ ბოლო დღეებში, ამ პირობებში ბაზარზე არ შემოვა. ერთადერთი, ვინც იქნება მყიდველი, ეს იქნება რუსეთი. ისე რომ, ამ საკითხს აქვს პოლიტიკური ხასიათიც,” – აცხადებს გოცირიძე.

რომან გოცირიძის შეფასებით, კახი კალაძის განცხადება იყო არაპოპულარული, მაგრამ სწორი და უნდა ვთქვა, რომ სპორტსმენმა გაცილებით სწორი ეკონომიკური ხედვა გამოავლინა, ვიდრე ხარისხების მქონე ეკონომისტებმა,” – აცხადებს კურიერთან საუბარში  რომან გოცირიძე.

ეკონომიკური საკითხების ექსპერტ რომან გოცირიძის მტკიცებით, ბიუჯეტის კორექტირების გარეშე ლარის ვერ დასტაბილურდება.მისისვე განცხადებით “ბიუჯეტის შემცირებაზე მთავრობა არ საუბრობს. ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ ბიუჯეტი ლარის კურსზე გავლენას არ ახდენს. ბიუჯეტი ახდენს გავლენას ლარის კურსზე. დღევანდელი 3%-იანი დეფიციტი ბიუჯეტისა მძიმე ზემოქმედებას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე და ლარზე. ბიუჯეტის კორექტირების გარეშე ლარის ვერ დასტაბილურდება,” – განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლებამ უაზრო კამათსა და დაპირისპირებას თავი დაანებოს და ანტიკრიზისული გეგმა დადოს
შემდეგი სტატიამსოფლიომ ნეპალის დახმარება დაიწყო