სპორტის სასახლესთან შენობა ჩამოინგრა – გარდაცვლილია 3 ადამიანი

ცოტა ხნის წინ სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შენობა ჩამოინგრა. ნანგრევებში, სავარაუდოდ, 4 ადამიანი მოყვა.

სამაშველო სამსახურმა ერთი დაშავებულის ნანგრევებიდან ამოყვნა მოახერხა და ის გადაყვანილია საავადმყოფოში. ასევე ნანგრევებიდან ამოყვანეს 3 გარდაცვლილი.

არსებული ინფორმაციით, აფაქიძის ქუჩის 11 ნომერში ფიზიკა-მათემატიკის ინსტიტუტის შენობის დემონტაჟი მიმდინარეობდა. ამ ტერიტორიაზე შპს “ტიფლის ბიზნეს ცენტრი” სასტუმროს აშენებას გეგმავს.

banner
წინა სტატიაშიააიპ დმანისის მუნიციპალიტეტის კომუნალური სამსახურის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს
შემდეგი სტატიადავით კერესელიძე – საბერძნეთში მყოფი ქართველები ორმაგად ზარალდებიან