სპორტის სამინისტრო რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე საზეიმო ღონისძიებებს მოაწყობს

26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობას სპორტისა და ახალაგზრდობის საქმეთა სამინისტროც მიიღებს.

სპორტის სამინისტრო რუსთაველის გამზირზე მისულ სტუმრებს, სხვადასხვა სპორტულ სანახაობას შესთავაზებს.

სამინისტროს ორგანიზებით დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე, ქუჩის კალათბურთი, მხიარული სტარტები, ქართული ჭიდაობა, გრეხეთბოლი, ნარდი, ჭადრაკი, კლდეზე ცოცვა, ხრიდოლი, საბრძოლო ხელოვნება, ტანვარჯიში, სპორტის მუზეუმის გამოფენა გაიმართება.

ღონისძიებები 12:00 საათზე დაიწყება.

banner
წინა სტატიაში“ტრაგიკული შედეგის ნაწილი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომმა დაგვიტოვა,”- ზურაბ აბაშიძე გატაცების ფაქტებზე
შემდეგი სტატიაპრემიერი წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიალს დაესწრება და სამხედროებს სიტყითაც მიმართავს