სპორტის მინისტრმა ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის პოსტზე გიორგი გაბელია წარადგინა

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის პოსტზე გიორგი გაბელია წარადგინა.
როგორც “თაიმერს” სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მინისტრი და ცენტრის ახალი ხელმძღვანელი თანამშრომლებს შეხვდნენ და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
“ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შესაბამისად საქართველოს ახალგაზრდობის ინტელექტუალური, პიროვნული, პროფესიული და ფიზიკური პოტენციალის გამოვლენის, ფორმირებისა და განვითარებისათვის შესაბამისი პირობების შექმნას ისახავს მიზნად”, – აცხადებენ სამინისტროში.

banner
წინა სტატიაშიალექსი პეტრიაშვილი – ღარიბაშვილს, უსუფაშვილს, სხვა ლიდერებს ატალახებული უნდა ჰქონდეთ ბრიუსელის, ვაშინგტონის და სხვა დედაქალაქების კარები
შემდეგი სტატიასაჯარო სამსახურებში პირების შრომითი და ადმინისტრაციული ხელშეკრულებებით დასაქმება იქნება შესაძლებელი