სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანი მისი თანამდებობიდან განთავისუფლებას გამორიცხავს

სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანი მისი თანამდებობიდან განთავისუფლებას გამორიცხავს. ამის შესახებ განცხადება ლევან ყიფიანმა რამდენიმე წუთის წინ “კურიერთან” საუბრისას გააკეთა.

“ჩემ გათავისუფლებაზე ლაპარაკი საერთოდ არ არის. მე არ გამათავისუფლებენ. ვაგრძელებ მუშაობას ჩვეულებრივ რითმში,” – აცხადებს მინისტრი ლევან ყიფიანი.

მთავრობის ადმინისტრაციაში “კურიერის” გადამღები ჯგუფი შეეცადა მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებისგან მოუსმინა აზრი თუ რას ფიქრობენ, ისინი გარემოს დაცვის მინისტრის ლევან ხოკრიშვილის გაცნხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც დღეს დილით გადადგომის თხოვნით პრემიერ-მინისტრს მიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა თემაზე განცხადება არ გაააკეთეს და აღნიშნეს, რომ მათთვის უცნობია ელგუჯა ხოკრიშვილის გადაწყვეტილების შესახებ.

banner
წინა სტატიაში„ელგუჯა იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აღმოჩენა ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის,“-თინა ხიდაშელი
შემდეგი სტატიასაქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია