სპორტის კომიტეტის წევრები ზუსტად 5 წუთი იყვნენ– ბიძინა ივანიშვილი

რაზე ისაუბრებს უმრავლესობის ლიდერებმა ბიძინა ივანიშვილთან ური ვაზაგაშვილის მკვლელობის ღამეს?

ივანიშვილის სასახლე.როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებს ბიზნესცენტრთან განუცხადა, სპორტის კომიტეტის წევრები, რომლებსაც დღეს შეხვდა, მისი მეგობრები არიან და დამდეგი აღდგომის მილოცვის მიზნით იმყოფებოდნენ მასთან. ამასთან, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ კომიტეტის წევრების პოზიცია ყიფიანთან დაკავშირებით მისთვის ცნობილია, თუმცა გადაწყვეტილების მიღება მის კომპეტენციას სცდება.
“ისინი ჩემთან იმყოფებოდნენ. კარგი წიგნი მაჩუქეს ოლიმპიელებზე. ჩემი მეგობრები არიან და მოვიდნენ, რომ აღდგომა მოელოცათ. ზუსტად 5 წუთი იყვნენ. მათი პრეტენზიები ვიცი ყიფიანთან დაკავშირებით, მაგრამ დღეს ამ თემაზე არ გვქონია საუბარი. თვითონ უნდა გაერკვნენ, მე ჩემი საქმე მაქვს”, – განაცხადა ივანიშვილმა.
არსებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში დღეს იმყოფებდნენ დეპუტატები შოთა ხაბარელი, ლერი ხაბელოვი, სოსო ჯაჭვლიანი და ვალერი გელაშვილი.

banner
წინა სტატიაშიდანაშაული, რომელიც პოლიციელის მიმართ იქნა ჩადენილი, სხვა ქვეყნებშიც ხდება
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი: ჩქარა, წყალი ავიტანოთ სახურავზე, ფეხი უნდა დაგბანო- თქო, რომ ვუთხარი, მორიდებისგან გაწითლდა