სპილბერგის კოლეგის შვილი ტერორისტი გახდა

სპილბერგის კოლეგის შვილი ტერორისტი გახდა

სპილბერგის კოლეგის შვილი ტერორისტი გახდაცნობილი ამერიკელი რეჟისორის სტივენ სპილბერგის თანაშემწის პატრიკ კენნის შვილმა ისლამი მიიღო და სირიის ალ-ქაიდას დანაყოფის “ჯაბხატ ან-ნუსრას” წევრი გახდა.
26 წლის ლუკას კენნი ორ პროპაგანდისტულ ვიდეოშია გადღებული, სადაც აბუ ბასირ ალ-ბრიტანის ფსევდონიმით ჯიხადისკენ მოუწოდებს ყველას.
ამერიკული პრესის ცნობით, ის კათოლიკურ სკოლაში სწავლობდა და 13 წლის ასაკში მღვდლობას აპირებდა. მისი მამა სპილბერგთან ბევრ პროექტში მონაწილეობდა, მათ შორის “ინდიანა ჯონსი” და სხვა.
“დეილი მეილთან” საუბრისას ამერიკელი ჯიჰადისტის დებორა ფიპსის დედამ თქვა, რომ მას ეშინია, რომ მისი შვილი შესაძლებელია მოკლან, ასევე იმისი, რომ ლუკასი შეიძლება თვითმკვლელი-ტერორისტი გახდეს.
“ლუკასი- სატყუარაა. მოხარული ვარ, რომ ის “ალ-ქაიდას შეეკრა და არა “ისლამურ სახელმწიფოს”. ერთ-ერთი ავია-დაბომბვის დროს ლუკასი დაჭრილი იყო – მათ თითქმის სრულიად მოაჭრეს ხელი. ოპერაციის შემდეგ მას ნახევარი წელი არ შეეძლო სროლა” – განაცხადა ფიპსმა. ტერორისტის დედის თქმით, ის იშვიათად, მაგრამ შვილისგან იღებს წერილებს. “მან სირიაში ცოლი შეირთო. მასზე არაფერი ვიცი. ჯერჯერობით შვილები არ ყავთ” – თქვა ჯიჰადისტის დედამ.

სირიის სამოქალაქო ომი 2011 წელს დაიწყო და მას დაახლოებით 230 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.

banner
წინა სტატიაშიკანადაში ოპოზიციამ ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვა
შემდეგი სტატიაშვეიცარიაში არჩევნებზე მიგრაციის წინააღმდეგ ლიდერებმა გაიმარჯვეს