საქართველოდან კომერციული ტვირთის გადატანის მარშუტი გამოავლინეს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტ

ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა გამოავლინა არალეგალური სატვირთო მარშრუტი, რომლის გავლითაც საქართველოდან კომერციული ტვირთის გადაზიდვა ხდებოდა რუსეთში.
„რესპუბლიკის ლენინგრადის რაიონში მოქმედებს არხი, რომელიც კომერციული ტვირთის სისტემატიური გადაზიდვებისთვის გამოიყენება, ტვირთი პირველ რიგში სოფლის მეორნეობის პროდუქტია და ის საქართველოდან სამხრეთ ოსეთის გავლით რუსეთში გაედინება“ – უთხრეს სააგენტო ТАСС უშიშროების კომიტეტში.
„მიმდინარე მომენტში უშიშროების კომიტეტი ყველა ღონეს ხმარობს იმისთვის, რომ არალეგალური გადაზდვები აღმოიფხვრას“ – აცხადებენ კომიტეტში.
კონტრაბანდული არხის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც 24 მარტს მესაზღვრეებმა საზღვარზე მწვანილით დატვირთული მსუბუქი ავტომობილი დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილის კომუნისტურ–კომკავშირული გამოსვლა–ირაკლი ღლონტი
შემდეგი სტატიარუსული საიდუმლო ტანკის ფოტოები სოცილაურ ქსელში მოხვდა