სპეცოპერაციის შედეგად სამი ახალგაზრდა დააკავეს

გუშინ თბილისში სპეცოპერაცია ჩატარდა. გვიან ღამით გურიელის ქუჩაზე სპეცნაზის წევრებმა 3 ახალგაზრდა დააკავეს. სამართალდამცავებმა ლევან გლოველი, კარლო წულუკიძე და ლაშა სიხარულიძე აიყვანეს.

დაკავებულების ახლობლების ინფორმაციით, დაკავების მიზანი დღეისთვის დაგეგმილი აქციის ჩაშლა იყო.

მათი განმარტებით, დაკავებული დღეს ძმები ფეიქრიშვილების დაკავებაში მონაწილე პოლიციელის, ივანე პაპიაშვილის, სახლთან აქციის გამართვას გეგმავდნენ.

გვიან ღამით 2 დაკავებული გაათავისუფლეს, ხოლო ლევან გლოველი კვლავ საპატიმროში რჩება.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩერგოლეიშვილის სასამართლო პროცესი დღეს უნდა გაიმართოს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: 2012 წლის არჩევნების შემდეგ, NDI-ის გამოკითხვებით, ჩემი პარტია არჩევნებს იგებს