სპეციალისტების ინფორმაციით, ახალდაბის ტერიტორიაზე ჯილეხის დაავადების კერები არ დაფიქსირდა

რა ხდება სტიქიის ერთ-ერთ კრიტიკულ ზონაში?- ფოტოკოლაჟი წყნეთის ქუჩიდან

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ 13 ივნისის სტიქიის ზონაში, კერძოდ, სოფელ ახალდაბის ტერიტორიაზე ჩატარებული კვლევების შედეგად ჯილეხის დაავადების კერები არ დაფიქსირდა.
როგორც “თაიმერს” სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, არ არსებობს დაავადების გავრცელების საშიშროებაც.
სახელმწიფო ვეტერინარები მოუწოდებენ სტიქიური უბედურების ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულ პირებს, მიწისა და ღორღის ნაშალ ქანებთან მუშაობისას გამოიყენონ რეზინის ხელთათმანები და ჩექმები. ასევე ცხოველთა სამარხის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობონ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ან სურსათის ეროვნული სააგენტოს.
მათივე ინფორმაციით, ჯილეხი ადამიანისა და ცხოველის საერთო, ინფექციური, მწვავედ მიმდინარე დაავადებაა. დაავადების გამომწვევი ვირუსი დიდხანს ძლებს ნიადაგში, ამიტომაც ცხოველების ამ დაავადებით დაცემის ადგილზე ეწყობა სპეციალური სამარხი-სარკოფაგი, რომელიც ბეტონით არის დაცული და შემოგარსულია დამცვი ღობით. საქართველოს ტერიტორიაზე ისტორიულად ფიქსირებული ყველა კერა აღრიცხულია. დაავადების გავრცელების საშიშროება იმატებს წყალდიდობების შემდეგ, როდესაც ხდება სამარხების გადარეცხვა. თუმცა, როგორც სპეციალისტები განმარტავენ, 13 ივნისის სტიქიის ზონაში ჯილეხის კერები არ ფიქსირდება.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო ფორუმს – “საქართველოს ევროპული გზა” ესწრება
შემდეგი სტატიაერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2432 ლარი გახდა