,,სოხუმჰესი,, კვლავ სახემწიფო ფლობელობაშია, თუმცა ის გაცემულია არენდით,,-ასლან ბასარია

,,სოხუმჰესი,, კვლავ სახემწიფო ფლობელობაშია, თუმცა ის გაცემულია არენდით,, ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა აფხაზეთის მთავარმა ენერგეტიკოსმა ,,ჩერნომორენერგოს,, ხელმძღვანელმა ასლან ბასარიამ. მან კომენტარი არ გააკეთა არენდის ხელშეკრულებაზე, იმიტომ, რომ პროკურატურა ამჟამად ამოწმებს ამ ორგანიზაციას და ინფორმაციას მის დამთავრებამდე ვეღარ გასცემს. ბასარიას აზრით, ინდივიდუალური მრიცხველების დაყენებამ გაამართლა, რადგან გადახდამ მოსახლეობის მხრიდან 85 % შეადგინა.ამიტომ ამ მიმართულებით სამუშაოები, ფინასების გამოჩენისთანავე განახლდება. რაც შეეხება ტარიფების გაზრდას, ,,ჩერნომორენერგოს,, ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ამ ეტაბზე ეს არ იგეგმება. ბასარიას ჟურნალისტებმა ასევე სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა იმაზე, რომ მისი როგორც არასპეციალისტის დანიშვნა მთავარ ენერგეტიკად რამდენად გამართლებული იყო, რაზეც ბასარიამ განაცხადა, რომ მსოფლიო პრაქტიკაში გავრცელებულია კარგი მენეჯერებისათვის ისეთი სფეროს ჩაბარება, რომელიც მათ პროფესიას არ მიესადაგება. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ აფხაზეთის მთავარ ენერგეტიკოსობაზე შეთავაზებული წინადადება, მისთვის მოულოდნელობა იყო, თუმცა მას გარკვეული გამოცდილება აქვს და მომავალი ამას აჩვენებს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი – შეძლებისდაგვარად ვცდილობთ შევამსუბუქოთ ის ზეწოლა, რომელიც არის ეროვნულ ვალუტაზე
შემდეგი სტატიათამარ ბერუჩაშვილი – საჰაერო მიმოსვლაზე საუბარი აბაშიძე-კარასინის დიალოგის ფარგლებში დაიწყო