სოხუმის რკინგზის სადგურზე ახალი რუსული რეისი ჩამოდგა

ცნობილი ხდება, რომ კიდევ ერთი ახალი სარკინიგზო ხაზი გაიხსნა სოხუმიდან რუსეთის მიმართულებით… 1 ივნისს, როგორც დაგეგმილი იყო, დილის 9:25 საათზე სოხუმის რკინიგზის სადგურზე ჩამოდგა მატარებელი რეისის ნომრით 480-С, რომელიც 2 დღით ადრე სანკტ პეტერბურგის სადგურიდან გადმოვიდა.
როგორც აფხაზური მედია იტყობინება, სოხუმი სანკტ პეტერბურგის რეისი, თვის კენტ რიცხვებში გავა სოხუმიდან 19:46 სათზე და ორი დღის შემდეგ 2:40 საათზე ჩავა დანიშნულების ადგილზე. ერთი ბილეთის ფასი ,,პლაცკარტი,, ვაგონის 4500 რუბლია, ხოლო კუპირებულ ვაგონებში ფასი 7000 რუბლამდე აღწევს.
გარდა ამისა, აპრილის თვიდან სოხუმი-მოსკოვის რეისსზე მატარებელი ყოვდღიურ რეჟიმში დადის.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთში კოლხურ ბზას სრული განადგურება ემუქრება
შემდეგი სტატია“ერთი–ერთში” არიან სააკაშვილი და ხიდაშელი, რაც სააკაშვილს “ნაფრენი” აქვს, იმაზე მეტ “ფრენას” აპირებს ხიდაშელი” – ჯუმბერ კირვალიძე