სოციალურად დაუცველებმა, იპოთეკით დაზარალებულებმა და ეკომიგრანტებმა ბათუმის ცენტრალური ქუჩები გადაკეტეს

11205159_974942252538765_1970097558184546357_nსოციალურად დაუცველებმა, იპოთეკით დაზარალებულებმა და ეკომიგრანტებმა ბათუმის ცენტრალური ქუჩები გადაკეტეს. ისინი თავდაპირველად ბათუმის დრამატულ თეატრთან შეიკრიბნენ და აჭარის მთავრობის სახლამდე საპროტესტო მსვლელობა მოაწყეს.
აქციის მონაწილეებმა ცენტრალური ქუჩების გადაკეტვა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მთავრობის წარმომადგენლებიდან მათთან შესახვედრად არავინ მივიდა. ბათუმის ცენტრში, რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩებზე მოძრაობა ერთი საათით პარალიზებული იყო.
როგორც აქციის მონაწილე მარინა ბერიძემ განაცხადა, თუ მთავრობა პრობლემებს დროულად არ მოაგვარებს, პემანენტულ აქციებს გამართავენ.
“ხელისუფლება ფიქრობს, რომ მხოლოდ ორი კატეგორიის სოციალურად დაუცველ მოსახლეობას დაეხმარება. ესენი არიან მარჩენალდაკარგულები და მეწყრის შედეგად დაზარალებულები. ვითხოვთ კატეგორიების გაზრდას, რადგან სოციალურად დაუცველები არიან ომის ვეტერანთა შვილები, გასაყოფი ოჯახები და მარტოხელა დედები. თუ კატეგორიები არ გაიზარდა, ჩვენ გავაგრძელებთ აქციებს. ნუ გვეთამაშებიან, რაც ხალხის მოთხოვნა იყო, შეასრულონ”, – აღნიშნა მარინა ბერიძემ.
იპოთეკით დაზარალებული მოსახლეობა კი, გამოსახლების პროცესის შეჩერებასა და დაბალპროცენტიანი, გრძელვადიანი სესხების გაცემას ითხოვს.
სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ფართომასშტაბიანი აქციის დაგეგმვასა და ორგანიზებაში უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე ეხმარებოდა. როგორც ბაკურიძემ განაცხადა, სახელმწიფოს მხრიდან უყურადღებობა შესაძლოა, “რეგიონში სოციალურ აფეთქებამდე მივიდეს”.

banner
წინა სტატიაშიყაჩაღობაში ბრალდებულმა “პროკრედიტ ბანკიდან” 15 000 ლარი, 9 000 აშშ დოლარი და 5 000 ევრო გაიტაცა
შემდეგი სტატიაოთარ კუშანაშვილი უკრაინიდან გააძევეს