სოფლის მეურნეობის სამინისტრო მევენახეებს ყურძნის სახლში დაწურვას ურჩევს

სოფლის მეურნეობის სამინისტრო მევენახეებს ყურძნის სახლში დაწურვას ურჩევს.
ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძრვანელმა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ „ობიექტივის“ ეთერში განაცხადეს.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის გოჩა ცოფურაშვუილის განცხადებით, წელს საკმაოდ მძიმე რთველი იქნება, რადგან რუსეთსა და უკარინაში ღვინის ექსპორტის კლების გამო გაუყიდავი ღვინის ხარჟზე ქარხნებს უკვე აქვთ დაგროვილი ღვინის მნიშვნელოვანი მარაგები.
“ტრადიციულად იწურებოდა და ყველა ოჯახში იყო საკმაოდ დიდი რაოდენობით ღვინო. შარშან იყო ისეთი მოთხოვნა და ისეთი აჟიოტაჟი, რომ შეიძლება ითქვას პირწმინადად ჩაბარდა და იყო ძალიან მაღალი თანხა, წელს ალბათ მოხდება გატანა სხვადასხვა ქალაქებშიც, რაც შარშან პრაქტიკულად არ იყო”- აცხადებს მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურიშვილი.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძრვანელის თქმით, წელს ყურძნის ჩაბარება გართულებულია და გლეხებს მოსავლის სახლში დაწურვას ურჩევს.

“რეგიონებში ღვინის მოხმარება ისევ არის, მაგრამ გაცილებით ნაკლებია ვიდრე ადრე. ღვინის მოხმარება თბილისშიც შემცირდა. აქედან გამომდინარეა, რომ ეს ყურძენი ჩაუბარებელი ხდება. მე მოვუწოდებდი ყველას, რომ დავუბრუნდეთ ღვინის სახლში დამზადებას, ყველას გვაქვს სახლში ქვევრები. ჩვენ თუ ყველა ჩვენ ღვინოს ვაწარმოებთ და ღვინის მოხმარებას დავუბრუნდებით, ყურძენზე ფასიც გაიზრდება და კიდევ ახალი ვენახების გაშენება გახდება საჭირო”, – განაცხადა სამანიშვილმა.

კახეთში “რთველი – 2015” იწყება. ხელისუფლება ყურძნის შესყიდვას დედოფლისწყაროს და სიღნაღის რაიონებიდან იწყებს. ამ ეტაპზე 4 ღვინის საწარმო – დედოფლისწყაროში, დაბა წნორში, გურჯაანში და გურჯაანის რაიონის სოფელ ჭანდარში სრულ მზადყოფნაშია დაიწყოს ყურძნის გადამუშავება. სახელმწიფო მწიფე (კონდიციურ) 1 კგ რქაწითელში და კახურ მწვანეში გადაიხდის 25 თეთრს, რასაც ემატება ასევე სახელმწიფო სუბსიდია 35 თეთრი – ჯამში 60 თეთრი. ასევე, 1 კგ საფერავში მევენახეს გადაუხდის 60 თეთრს, რაც სუბსიდიის ჩათვლით მიაღწევს 75 თეთრს.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობა” – ბიძინა ივანიშვილის სადაზღვევო კომპანიამ არასრულ ერთ წელიწადში 39 ტენდერში გაიმარჯვა
შემდეგი სტატიასაჯარო რეესტრმა სტიქიის ზონის ორთოფოტო გადაღება დაასრულა