სოფლის მეურნეობის სამინისტრო თხილის მავნებლების წინააღმდეგ წამლობა დაიწყო

camlobaსოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალურმა სამმართველომ თხილის ტკიპასთან და მავნებელ ხარაბუზასთან ბრძოლა დაიწყო. რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და შხამქიმიკატები, რათა მავნებელის განადგურება დროულად მოხდეს.
მასშტაბური კამპანია გუშინ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი სენაკის თხილის პლანტაციებიდან დაიწყო, დღეიდან კი შეწამლის პროცესი მთელი რეგიონის მასშტაბით დაიწყება. მოსახლეობამ შეწამლისთვის ადგილობრივ გამგეობებს და სოფლის რწმუნებულებს უნდა მიმართოს რის შემდეგაც ტექნიკა გამოიყოფა. 

ხარაბუზა და თხილის ტკიპა ფერმერებს ბოლო წლებია დიდ პრობლემას უქმნის. მავნებელი განსაკუთრებით წელს მომრავლდა. ხარაბუზა ახმობს თხილის ნარგავებეს, ტკიპა კი თავად თხილის ნაყოფს ადრეულ სტადიაზევე ანადგურებს.

banner
წინა სტატიაში„თავისუფალი დემოკრატები“ აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურ თანაშემწეს შეხვდნენ
შემდეგი სტატიასოჭში პუტინის და კერის შეხვედრა დაიწყო