სოფია როტარუმ რუსეთში ყველა კონცერტი გააუქმა და პრესასთან ურთიერთობაზე უარი განაცხადა

სოფია როტარუმ რუსეთში დაგეგმილი კონცერტები გააუქმა

სოფია როტარუმ რუსეთში დაგეგმილი კონცერტები გააუქმასოფია როტარუმ რუსეთში ყველა კონცერტი გააუქმა და პრესასთან ურთიერთობაზე უარი განაცხადა.
Prozvezd.info-ს ცნობით, როტარუს კონცერტების გადადების თაობაზე ჯერ კიდევ მაშინ დაიწყეს საუბარი, როცა მისი ყირიმული გამოსვლის ანონსი გამოჩნდა. ადრე მომღერალი შავიზღვისპირეთს ყოველ წელს სტუმრობდა და ეს უკვე ტრადიციადაც იყო გამხდარი. შემდეგ აღმოჩნდა, რომ მან არა მხოლოს ყირიმის, არამედ რუსეთის კონცერტებიც გააუქმა.

მომღერლის დის ლიდია ხლიაბიჩის განცხადებით, როტარუ ფინანსურად სრულიად კონცერტებზეა დამოკიდებული და ახლა ფინანსურ სიძნელეებს განიცდის, მაგრამ ამის მიუხედავად, ის მაინც ახერხებს უკრაინელ ჯარისკაცებს დაეხმაროს.

სოფია როტარუმ რუსეთში ყველა კონცერტი გააუქმა და პრესასთან ურთიერთობაზე უარი განაცხადა
როტარუს ყოფილი საკონცერტო დირექტორის ოლგა კონიახინას თქმით, კონცერტების მოხსნა დაკავშირებულია პოლიტიკურ ისტორიასთან. მან გაიხსენა ფოტო, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს არის გადაღებული. ფოტოზე მომღერალი უკრაინის დროშასთან დგას და წარწერა აქვს – “დიდება უკრაინას”.
მომღერლის ახლობლები ამბობენ, რომ შემოთავაზებების მიუხედავად როტარუს არც რუსეთში უნდა გამოსვლა და არც უკრაინაში. ის გონივრულად არ თვლის კონცერის ჩატარებას მაშინ, როცა მის ქვეყანაში ომია.

 

 

სოფია როტარუმ რუსეთში დაგეგმილი კონცერტები გააუქმა
ტრადიციულად, სოფია როტარუ ყოველ წელს მართავდა კონცერტებს ყირიმში, თუმცა, ეს ტრადიცია ყირიმის ოკუპაციის შემდეგ შეწყდა. ამასთან, მომღერალს არ გაუკეთებია საჯარო კომენტარი, თუმცა, თავისი პოზიცია გამოხატა, როცა ოჯახთან ერთად გადაიღო ფოტო უკრაინის დროშის ფონზე წარწერით: “დიდება უკრაინას”. აღსანიშნავია, რომ მომღერალი ამ ეტაპზე ფინანსურ პრობლემებს განიცდის, მაგრამ მაინც ახერხებს, ყოველთვიურად დაეხმაროს უკრაინის არმიის მებრძოლებს ატო-ს (ანტიტერორისტული ოპერაციის) ზონაში.

banner
წინა სტატიაში„ოცნებაში“ ახალი განხეთქილება მზადდება?!
შემდეგი სტატიაკიევში საქართველოს ყოფილი ელჩის გრიგოლ ქათამაძის მანქანა გაძარცვეს+ფოტო