სოფელ წითელუბნის ტერიტორიაზე ორი მწყემსი დააკავეს

ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ მდებარე სოფელ წითელუბნის ტერიტორიიდან შეიარაღებულმა პირებმა ორი მწყემსი დააკავეს.
სოფელ წითელუბნის მცხოვრებლები კახა ბეღელური და გივი ქისიევი სოფლის პირუტყვს წითელუბნის განაპირას აძოვებდნენ, რა დროსაც შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ. დაკავების შესახებ ოჯახის წევრებს კახა ბეღელურმა ტელეფონით აცნობა. დაკავებულების ახლობლების განცხადებით, სოფლის პირუტყვს ყოველდღიურად სწორედ აღნიშნულ ტერიტორიაზე აძოვებენ.
დაკავებულების ახლობლების მტკიცებით, ბეღელურს და ქისიევს ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავთ და მათი დაკავება ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე სოფელ წინაგარის მილიციის განყოფილებაში ჰყავთ გადაყვანილი.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძემ პრემიერს და მთავრობის წევრებს მადლობა გადაუხადა
შემდეგი სტატიასოზარ სუბარი: საკონსტიტუციო სასამართლოსგან ველოდები,რომ სააკაშვილს დაუბრუნებს ხელისუფლებას