სოფელ წერაქვში მწერალ მიხეილ ჯავახიშვილის 135 იუბილეს აღნიშნავენ

მწერალ მიხეილ ჯავახიშვილის 135 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება ხვალ მარნეულის მუნიციპალიტეტში.

მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ინიციატივით სოფელ წერაქვში 1991 წლიდან მივიწყებული ტრადიცია წელს აღდგება და დიდი ქართველი მწერლის იუბილე პომპეზურად აღინიშნება.

ღონისძიებას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მწერლები, მსახიობები, საზოგადო მოღვაწეები და მწერლის ოჯახის წევრები დაესწრებიან, სადაც მიხეილ ჯავახიშვილის ცხოვრებას და შემოქმედებას კიდევ ერთხელ გაიხსენებენ.
ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება მარნეულელი მხატვარის მანუჩარ პაპიძის პერსონალური ნამუშევრები და მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ფოტოების გამოფენა. პარალელურად გამოიფინება მიხეილ ჯავახიშვილის ეპოქის დროინდელი სოფლისა და ქალაქის ეთნო-კუთხეები. ასევე წიგნების გამოფენა მოეწყობა.

ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები და კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობები კი ჯავახიშვილის გამორჩეულ რომანებს და ცხოვრების მნიშვნელოვან ეპიზოდებს გააცოცხლებენ.

banner
წინა სტატიაშინოდარ ხადური: არ ხდება შიგნით არავის მოსმენა და არავითარი მიყურადება
შემდეგი სტატიაგედევან ფოფხაძე პრეზიდენტისგან ჭკუის დარიგების საჭიროებას ვერ ხედავს