სოფელ ოქტომბერში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

zugdidi

chilachava ზუგდიდის რაიონის სოფელ ოქტომბერში, 104-ე პროფსასწავლებელში ჩასახლებული დევნილები საპროტესტო აქციას მართავენ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს აჭარა-სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს სამმართველოს უფროსს, მანუჩარ ჩილაჩავას დაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ. მათივე თქმით, თუკი დანაპირები ამის შემდეგ მაინც არ შესრულდა, უფრო ფართომასშტაბიან აქციებს გამართავენ. აღნიშნულ ჩასახლებაში მცხოვრები დევნილები, როგორც თვითონ ამბობენ, თვეების განმავლობაში ითხოვენ საყოფაცხოვრებო პირობების მოგვარებას. კერძოდ, საუბარია კანალიზაციისა და ჭერის მოწესრიგებაზე.

banner
წინა სტატიაშირუსეთის სამხედრო ამბიციების გამო იაპონიაში შეშფოთებას გამოთქვამენ
შემდეგი სტატიაჰილარი კლინტონის 11 საათიანი დაკითხვა კონგრესში