სოფელ მანავში ხანძრის შედეგად, ხუთსულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა

მახარობლიშვილების ოჯახს საცხოვრებელი სახლის მეორე სართული და პირველი სართულის ერთი ნაწილი მთლიანად დაეწვა.

ცეცხლი სავარაუდოდ მოძველებული ელექტროსადენებიდან გაჩნდა, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე საგარეჯოს რაიონის სახანძრო ბრიგადებთან ერთად, გურჯაანის, ყვარლის და დედოფლისწყაროს სახანძროს 9 ბრიგადა მუშაობდა.

მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება ერთ საათში მოახერხეს. დაზარალებულ ოჯახს საგარეჯოს გამგეობა დაეხმარება.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიმდინარე დიღმულაზე მდებარე ხიდი 4 თვით დაიკეტება
შემდეგი სტატიაოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მელექედური-დვაბზუს შემაერთებელი 2კმ და 250-მეტრიანი გზის მშენებლობა ერთ თვეში დასრულდება