სოფელ ლელიანში მომხდარი ჩხუბის დროს 28 წლის ზურაბ სამხარაძე გარდაიცვალა

ჩეხეთის ქალაქ უჰერსი-ბროდში

შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. ადგილობრივების თქმით, სოფლის ახალგაზრდებს შორის ფიზიკური ანგარიშსწორება სიტყვიერ დაპირისპირებას მოყვა. ჩხუბში 50-მდე ადამიანი მონაწილეობდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, სამხარაძეს ტრამვები თავის არეში აქვს მიყენებული და ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდებს ჩხუბი პოლიციის ერთ–ერთი ხელმძღვანელი პირის შვილთან მოუვიდათ, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ.

მომხდარზე საქმე 117-ე, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით აღიძრა. ფაქტს შსს-ს ლაგოდეხის რაიონული სამმართველო იძიებს.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში ჯიხურის ძარცვის ფაქტი გახსნილია – დაკავებულია ერთი პირი
შემდეგი სტატიადღეს მსოფლიო „დედამიწის საათს“ აღნიშნავს