სოფელ კარალეთის სკოლაში მოწამლული ორი მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

karaleTiსოფელ კარალეთის სკოლაში მოწამლული ორი მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და ორივე მოზარდი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კვლავ კლინიკაში გადაიყვანა.
ბოლო მონაცემებით, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური იყო და პაციენტების უმრავლესობა კლინიკიდან შინ გაწერეს. თუმცა, ცოტა ხნის წინ ორი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
კლინიკა “იავნანას” ექიმების განცხადებით, რამდენიმე წუთის წინ მიიღეს გადაწყვეტილება და ერთ-ერთი პაციენტი, გვარად გოგიაშვილი, კატასტროფის მედიცინის ცენტრის ბრიგადას დედაქალაქში გადაჰყავთ.
ინტოქსიკაციის მიზეზი ამ დრომდე უცნობი რჩება. გორის საავადმყოფოს ექიმები კლინიკური ნიშნების მიხედვით, წყლითა და საკვებით მოწამვლას გამორიცხავენ.

banner
წინა სტატიაშიმადლობა ბატონო პრემიერო–ზურაბ ტყემალაძე
შემდეგი სტატიაქადაგიძე: არ ვაპირებთ სავალუტო რეზერვების განიავებას