სოფელ ვეჯინში საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად 10 წლის ბავშვი დაშავდა

მოზარდმა დაზიანებები სამშენებლო მასალის ნამსხვრევების დაცემის შედეგად მიიღო. დაზარალებული გურჯაანის საავადმყოფოში სახის ძვლის მოტეხილობებით და მუცლის დახურული ტრავმით მოათავსეს.

საავადმყოფოს მენეჯერის, ნუკრი ლომინაძის განცხადებით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა, მოზარდი თბილისში ბავშვთა ახალ კლინიკაში შემდგომი დაკვირვებისთის გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. საქმეზე გამოძიება დაიწყო.

 

banner
წინა სტატიაშიმთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერისა და ეკონომიკური გუნდის მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაგმირთა მოედანზე ავტომობილების გადაადგილება რამდენიმე დღით შეიზღუდება