სოფელ დარჩელში მგელი მოკლეს.

სოფელ დარჩელში მგელი მოკლეს.

სოფელ დარჩელში მგელი მოკლეს. ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში ადგილობრივებმა მტაცებელი მოკლეს. ადგილობრივების ინფორმაციით, მგელი სამოსახლო ნაკვეთში საღამოს საათებში შევიდა, მაცხოვრებლებმა კი ის მას შემდეგ შენიშნეს, რაც საქონელი დააფრთხო.
დარჩელელებმა სასწრაფო ზომები მიიღეს და მგელი ადგილზე მოკლეს.
მათი განმარტებით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მტაცებელმა რამდენიმე სული ოთხფეხა რქოსანი დახოცა.
მგელი დაახლოებით, 35 კილოს იწონის. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მსგავსი რუხი ფერის მგლები აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე ტყეებში ბინადრობენ.

banner
წინა სტატიაშინემცოვის მკვლელობისათვის დაკავებული ჩეჩენი პუტინის ჯილდოს მფლობელია
შემდეგი სტატიაჩვენ გამოვიყენებთ ყველა საშუალებას იმისთვის, რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული