სოსო ფხაკაძე: თუ ლარის დევალვაცია გაგრძელდა, ნავთობის ფასის მომატება გარდაუვალი იქნება

ლარის კურსის დევალვაციის გაგრძელების შემთვევაში ეს ნავთობის ფასზეც აისახება- ამ განცხადებას “ვისოლ ჯგუფის” პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე აკეთებს. ფხაკაძე არ აკონკრეტებს რამდენით უნდა ელოდოს მოსახლეობა ბენზინის ფასის მატებას.

“ბუნებრივია ლარის კურსის დაცემა ყველასთვის არის სატკივარი, ლარის დევალვაციის შემთხვევაში საბოლოო ჯამში ეს ნავთობის ფასზეც აისახება. ხელისუფლება მართალია როდესაც ამბობს, რომ ერთ-ერთი გამოსავალია ინვესტიცების მოზიდვა. ჩვენ კომპანიასაც აქვს პროექტები და ვაპირებთ ინვესტირებას. კონკრეტულად ვერ ვიტყვით რამდენით გაძვირდება საწვავი, ჯერ-ჯერობით ფასის შენარჩუნების საშუალებას იძლევა საერთაშორიო პლაცი, რომლის მიხედვითაც ნავთობის ფასი მცირდება, მაგრამ თუ ლარის დევალვაცია სწრაფი ტემპით გაგრძელდა, ფასის მომატება გარდაუვალი იქნება”- განაცხადა სოსო ფხაკაძემ გიორგი კვირიკაშვილთან და ნოდარ ხადურთან შეხვედრის დაწყებამდე.

banner
წინა სტატიაშიცხინვალთან აფეთქება მოხდა
შემდეგი სტატიასაავადმყოფოში ჩასახლებულ დევნილებს 15 კუბმეტრი შეშა გამოუყვეს