სოსო რობაქიძე: გულზე ხელებს ვერ დავიწყობ, თუ უნდა დაგვხოცონ, ჩვენც რაღაცას ვიზამთ

პოლიციის თანამშრომლის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე, აცხადებს, რომ თუ სამართლებრივი გზით არ მოხდება რეზონანსული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება, ის და სხვა დაზარალებულები სხვა გზას მიმართავენ. სოსო რობაქიძე დღეს ზურაბ ვაზაგაშვილის სახელობის საზოგადოებრივ ცენტრში მივიდა. სწორედ აქ გადაასვენეს ექსპერტიზის შემდეგ შვილის სასაფლაოზე აფეთქების შედეგად გარდაცვლილი იური ვაზაგაშვილი. სოსო რობაქიძემ ასევე დაადასტურა, რომ იური ვაზაგაშვილს ოთხი დღის წინ ბიძინა ივანიშვილთან ჰქონდა შეხვედრა.

„ეს მსხვერპლი მარტო იურათი არ დამთავრდება. ჩვენ მაინც არ გავჩერდებით და უფრო მეტად გავაძლიერებთ წნეხს მთავრობაზე, იმიტომ, რომ ეს საქმე როგორმე გამოიძიონ. მე ვადასტურებ რომ ბატონი იურა ოთხი დღის წინ შეხვდა ბიძინა ივანიშვილს. ეს არის გაკეთებული ზუსტად მთავრობის წინააღმდეგ და იმ ხალხის გაკეთებული, ვინც, მე ვთქვი, რომ თანამდებობაზე არიან ჯერ კიდევ. სხვა გზა არ დარჩა. მე პირადად გულზე ხელებს ვერ დავიწყობ. თუ წავა საქმე ისე, რომ უნდა დაგვხოცონ, ჩვენც რაღაცას ვიზამთ. კანონიერად ვერაფერს ვერ ვაკეთებთ,“ – განაცხადა სოსო რობაქიძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილს უმრავლესობის სახელით დავით საგანელიძე შეხვდება
შემდეგი სტატიაპირველი ფოტოები სერჟ ავეტისიანის დაკრძალვიდან (ფოტო)