სოსო მანჯავიძე:-„ მცხეთაში ხუთი არაბული სოფლის აშენება იგეგმება“

სოსო მანჯავიძე:-„ მცხეთაში ხუთი არაბული სოფლის აშენება იგეგმება“

სოსო მანჯავიძე:-„ მცხეთაში ხუთი არაბული სოფლის აშენება იგეგმება“თბილისის საკრებულოს წევრი და „ქართული მიწის დაცვის კომიტეტის“ წევრი სოსო მანჯავიძე მიწის გასხვისების კანონპროექტის ალტერნატიულ ვარიანტზე საუბრისას აღნიშნავს, რომ „ახალი კანონპროექტი ძალიან ჭკვიანურადაა დაწერილი და სათანადო დახვეწის შემდეგ სრულად ითვალისწინებს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და არ აძლევს საშუალებას ამ კანონის ლობისტებს დაადანაშაულონს საქართველო ანტიკონონსტიტუციურ და უცხოელების მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებაში. საგანგებოდ უნდა ითქვას, რომ ბატონმა ზურაბ ტყემალაძემ ალტერნეტიული კანონპროექტის მომზადებისას გაითვალისწინა მეცნიერებათა აკადემიის,”ქართული მიწის დაცვის კომიტეტის“, სხვა ქართველ მეცნიერთა, მათ შორის პაატა კოღუაშვილის რეკომენდაციები“.

მანჯავიძე მცხეთის რაიონში არაბული სოფლების გაშენების საკითხსაც ეხება და აცხადებს:
-„შესყიდული აქვთ სასოფლო-სამეურნეო მიწები და უცვლიან დანიშნულებას. ეს ხდება ხუთ სოფელში – წილკანში, წეროვანში, საგურამოში, მუხრანში, ქანდაში და საგურამოში. დანიშნულების შეცვლა მოხდა მიზანმიმართულად. ამიტომ ვითხოვთ ამ საკითხის კანონით დარეგულირებას, რომ შემდეგში ასე არ გაგრძელდეს, თორემ ეს გაგრძელდება და დავკარგავთ ქვეყანას. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ვინც უკვე შეისყიდა ეს მიწები და დანიშნულება შეუცვალა, მან ეს კანონის დაცვით გააკეთა და ვერ შეედავები. ჩვენ იმდენი მაინც უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ტენდენცია შევაჩეროთ”.

banner
წინა სტატიაშიგარი კასპაროვი: „პუტინის ბედი გადაწყვეტილია, ის კრემლში მოკვდება“
შემდეგი სტატიაბორის ნემცოვის მკვლელობა – ვიდეო