სოსო ვახტანგაშვილი – ათზე მეტმა პატიმარმა ციხიდან გათავისუფლებაზე უარი განაცხადა

სოსო ვახტანგაშვილი

ფრაქცია “ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმის” თავმჯდომარის სოსო ვახტანგაშვილის ინფორმაციით, ათზე მეტმა პატიმარმა ციხიდან ვადაზე ადრე გასვლაზე უარი თქვა.
პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ვახტანგაშვილმა პენიტენციალურ სისტემაში მიმდინარე ჯანდაცვის პროგრამებზე, კერძოდ კი, ტუბერკულოზისა და c- ჰეპატიტის პროგრამების წარმატებით განხორციელებაზე გაამახვილა ყურადღება.
“ათზე მეტმა პატიმარმა უარი განაცხადა ვადაზე ადრე ციხიდან განთავისუფლებაზე იმ მოტივაციით, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში c- ჰეპატიტით მკურნალობა უფასოა. წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, როცა ვიცით, თუ როგორ ექცეოდნენ ციხეებში პატიმრებს, არსებითი განსხვავებაა ის, რომ ციხეში შესვლა ბუნებრივია არც არავის ეხალისება, მაგრამ იქედან გამოსვლაზე ათზე მეტმა პატიმარმა უარი განაცხადა”, – განაცხადა ვახტანგაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილმა ურეკში რომ დაიბაროს მთავრობა, მინისტრები თავპირისმტვრევით გაიქცევიან და ერთმანეთს გაასწრებენ–აკაკი ბობოხიძე
შემდეგი სტატიალუკა კურტანიძს პირველი კომენტარი მეუღლის მაღალ თანამდებობაზე დანიშვნის ფაქტზე